საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა
კრიტერიუმი
|
1-4
|
5-6
|
7-8
|
9-10
|
მოსწავლე
ერთვება მასწავლებლის მიერ შეთავაზებულ ყველა აქტივობაში.
|
თითქმის
არ ერთვება არც ერთ აქტივობაში.
|
აქტივობაში
ერთვება მხოლოდ მისი ინტერესების შესაბამისად.
|
ჩართულობის
ხარისხი მაღალია სხვადასხვა აქტივობაში.
|
მაქსიმალურად
არის ჩართული ყველა აქტივობაში
|
ავლენს წინარე
ცოდნას
|
გაკვეთილის
მსვლელობის დროს ვერ ავლენს წინარე ცოდნას.
|
სუსტად
ავლენს წინარე ცოდნას.
|
მოსწავლე
ავლენს წინარე ცოდნის კარგ დონეს.
|
მოსწავლე
ავლენს წინარე ცოდნის მაღალ დონეს.
|
იცავს ჯგუფური
და ინდივიდუალური მუშაობის წესებს
|
მოსწავლეს
უჭირს წესების დაცვა.
|
მოსწავლე
ზოგჯერ არღვევს წესებს.
|
მოსწავლე
ძირითადად იცავს ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის წესებს.
|
მოსწავლე
ზუსტად იცავს ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის წესებს.
|
ზუსტად ასრულებს
მასწავლებლის ინსტრუქციებს
|
მოსწავლეს
უჭირს მასწავლებლის ინსტრუქციების გააზრება.
|
მოსწავლეს
ინსტრუქციების შესრულების დროს აქვს უზუსტობები.
|
მოსწავლე
ინსტრუქციების შესრულების დროს იჩენს მცირე უზუსტობებს.
|
მოსწავლე
ყველა ინსტრუქციას ზუსტად ასრულებს.
|
დისკუსია
კრიტერიუმი
|
დაბალი
|
საშუალო
|
კარგი
|
საუკეთესო
|
დისკუსიაში ჩართულობა, მსჯელობის ლოგიკურად აგების უნარი
|
დისკუსიაში ჩართულობის დროს აზრს ვერ აყალიბებს ლოგიკურად; არა აქვს
სათანადო ცოდნა, არ უმუშავია მოცემულ დავალებაზე.
|
აზრს აყალიბებს, მაგრამ სათანადო ცოდნის უქონლობის გამო ვერ მოჰყავს
არგუმენტები აზრის დასამტკიცებლად.
|
აქვს სათანადო ცოდნა, რომ დისკუსიის დროს დაამტკიცოს თავისი აზრი, მსჯელობს
ლოგიკურად და თანამიმდევრულად, მაგრამ არა აქვს სხვისი აზრის მოსმენის უნარი.
|
აქვს სათანადო ცოდნა; ფლობს დისკუსიის ხელოვნებას, მოძიებული აქვს საკმარისი
ინფორმაცია დისკუსიის დროს გამოთქმული აზრის დასამტკიცებლად, აზრს აყალიბებს თანამიმდევრულად
და ლოგიკურად, პატივს სცემს სხვის აზრს და კორექტულად შედის პოლემიკაში დისკუსიაში
მონაწილეებთან.
|
დამოუკიდებელი
აზროვნება
|
დამოუკიდებლად ვერ აყალიბებს აზრს, უჭირს მსჯელობა და გამართული მეტყველება.
|
აზრს აყალიბებს დამოუკიდებლად, მაგრამ მისი მსჯელობა არალოგიკურია.
|
დამოუკიდებლად აყალიბებს აზრს, მაგრამ უჭირს აზრის თანამიმდევრულად ჩამოყალიბება.
|
დამოუკიდებლად აყალიბებს აზრს, მეტყველებს სწორად და გამართულად.
|
შემოქმედებითი
აზროვნება
|
არა აქვს შემოქმედებითი აზროვნების უნარი.
|
აქვს შემოქმედებითი უნარი, მაგრამ აზრს ვერ აყალიბებს.
|
არის შემოქმედებითი უნარის მქონე, მაგრამ უჭირს მეტყველება.
|
აქვს შემოქმედებითი აზროვნების უნარი, არის კრეატიული.
|
No comments:
Post a Comment