გაკვეთილის გეგმა


                                               გაკვეთილის გეგმა:

მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი: მაია საყვარელაშვილი 12001020034
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური|კლასი:საბაზო საფეხური, IX კლასი.
მოსწავლეთა რაოდენობა:  35 მოსწავლე
კლასში სსსმ მოსწავლე არ არის.
გაკვეთილის თემა: ნიკოლოზ  ბარათაშვილის  ,,ბედი ქართლისა,, ორი თვალსაზრისი საქართველოს ორიენტაციის საკითხზე და ავტორის პოზიცია, ქართველი ქალის - სოფიოს სახე.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაიგებენ და გაანალიზებენ ნაწარმოების ძირითად საკითხს; გაიაზრებენ ისტორიულ და ლიტერატურულ კონტექსტს, ახსნიან, შეადარებენ და შეაფასებენ მთავარ პრობლემებს, გამოიტანენ დასკვნებს.

აქტივობის აღწერა
გამოენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, მიზნისა და შეფასების რუბრიკების გაცნობა.

 ვერბალური კომუნიკაცია.
ინდივიდუალური, მუშაობა ჯგუფებში, მთელი კლასი.
შეფასების რუბრიკები.
(წთ).
2
I ფაზა - გამოწვევა
წინარე ცოდნა.შესწავლილი აქვთ პოემის-პირველი კარი (კრწანისის ბრძოლა),იციან  ერეკლე მეორის მეფობის პერიოდისა და გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ.
პრეზენტაცია
აქტივობა 1. მოსწავლეებს ვთხოვ გაიხსენონ და გასცენ პასუხები კითხვებს:
1. როგორი პოემაა ,,ბედი ქართლისა“?
2. როგორ პოემას ვუწოდებთ ისტორიულს?
3. რომელ ისტორიულ პირებს ვხვდებით პოემაში?
4. ვის მიმართავს ავტორი პოემის დასაწყისში?
5.რა მხატვრვლი ხერხია გამოყენებული :,,შეექმნათ მწარე,ძლიერი ომი,ვითა ნადირსა მშიერი ლომი,ეკვეთნენ სპარსთა ივერთ მხედარნი“?
6. ვის ადანაშაულებს ერეკლე მეორე დამარცხებაში?
7. მეფე ერეკლეს აზრით, რა უნდა მოეცათ რუსებს მემკვიდრეობის სანაცვლოდ?

აქტივობის მიზანი:
გონებრივი იერიშით განვაწყო მოსწავლეები ახალი ინფორმაციის მისაღებად.



კითხვა-პასუხი ( იხსენებენ ნასწავლს; გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას შესწავლილი ტექსტის მიხედვით).




მთელი კლასი






















მე-9 კლასის სახელმძღვანელო (ნ. მაღლაკელიძე), დაფა, ცარცი, თაბახი.

კომპიუტერი,პროექტორი.(2-11)-სლაიდი.
5 (წთ).






(2წთ)











3
აქტივობა 2. მხატვრული ხერხების ამოცნობა . ვურიგებ მოსწავლეებს ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,ბედი ქართლისადან“ ციტატებს, რათა ამოიცნონ მხატვრული ხერხები.
აქტივობის მიზანი: რამდენად კარგად იციან მხატვრული ხერხები(ეპითეტი,შედარება,გაპიროვნება)

ინდივიდუალური მუშაობა.
წინასწარ მომზადებული ბარათები.
3(წთ).
4
II ფაზა - სიღრმისეული წვდომა  აქტივობა 3. დისკუსია.
მოსაზრების მიხედვით,
მოსწავლეები გადანაწილდებიან ერეკლე მეფისა და სოლომონ ლიონიძის მომხრეებად და გამართავენ მცირე დისკუსიას, გავუწევ დაკვირვებას, რომ მოსწავლეები არ ასცდნენ სადისკუსიო თემას.

აქტივობის მიზანი: საკითხის ცოდნა,მოსაზრების არგუმენტირება,მეტყველების ლოგიკურობა,დისკუსიის წესების დაცვა.

აქტივობა 4. მოსწავლეთა თვითშეფასება. მოსწავლეები მოისმენენ და კრიტიკულად, მაგრამ არგუმენტირებულად შეაფასებენ პრეზენტაციას, დისკუსიას.მე ვეთანხმები/არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ... დაასახელებენ, ვისი მოსაზრება უფრო დამაჯერებელი იყო, დავასახელებინებ გაკვეთილზე საუკეთესო მოსაზრებას.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეთა ავტონომიურობისა და პასუხისმგებლობის გაზრდა.
ინსტრუქციის მიცემა.
კლასი გაყოფილია ორ ჯგუფად.













მთელი კლასი.
სახელმძღვანელო, თაბახის ფურცლები.
15 (წთ).

















4 (წთ)
6
III ფაზა - რეფლექსია-გამთლიანება
აქტივობა 5. მინი - ლექცია.  
შევაჯამებ კლასში შესწავლილ მასალას და ყურადღებას გავამახვილებ სოფიოს სახეზე, ვისაუბრებ თემაზე ქართველი დედის სახე ქართულ მწერლობაში (გავაგრძელებ პრეზენტაციას).
 დავუსახელებ ილია ჭავჭავაძის ლექსს - ,,ქართლის დედას“ და პოემას „ქართველი დედა“, რითაც გავზრდი მათ მოტივაციას.
თემა ხელოვნებასთან კავშირში-ელგუჯა ამაშუკელის ძეგლი ,,ქართვლის დედა“.(ფოტო სურათი)
მინი - ლექცია
მთელი კლასი








კომპიუტერი,პროექტორი(12-18)სლაიდი.
10 (წთ).






(2წთ)
7



შეფასება



განმავითარებელი, განმსაზღვრელი.

ინდივიდუალური

2 ( წთ).



8
საშინაო დავალება

ქართველი დედის სახე ქართულ მწერლობაში.


1 (წთ).

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: 
ესგ სტანდარტი:
IX – 1 მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.
IX – 5 მოსწავლეს შეუძლია დისკუსიისა და კამათის სტრატეგიების გამოყენება.
IX – 6 მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ და სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება - გაანალიზება და მათ მიმართ სკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
IX – 10 მოსწავლეს შეუძლია დეტალური ინფორმაციის, განსხვავებული თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა.


შეფასება:
(მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები და /რუბრიკები თან უნდა ერთვოდეს გეგმას)
თან ერთვის.
ხელმოწერა: მაია საყვარელაშვილo
თარიღი 
                                                          

No comments:

Post a Comment